ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

განცხადებაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო.

„სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს.

ამასთან, მადლობას ვუხდით მაშველებს, რომლებმაც დაახლოებით 210 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს და დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

ირანელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. ჩვენ გთავაზობთ ყოველგვარ შესაძლო მხარდაჭერას, როგორც კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში, ასევე, გრძელვადიანი რეაბილიტაციის პროცესში.

ვიცით, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელი და რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართველი ხალხი ამ ტრაგედიიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება