საფრანგეთის საელჩო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ - ვფიქრობთ, სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ.

„ვფიქრობთ, სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა