ვოლოდიმირ ზელენსკი - ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

ზელენსკი განცხადებას "ტვიტერზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა