პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ

პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პოლონეთისა და ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში წერია.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, აგნე ბილოტაიტემ ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარება და ამ კონტექსტში პოლონეთის, ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების კოორდინაცია განიხილეს.

“რეაგირების მექანიზმები შეთანხმდა საფრთხეებზე, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შეიძლება გაჩნდეს და საზღვართან პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე. ასევე განვიხილეთ მექანიზმი, რომელსაც ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთის ყველა პუნქტის დახურვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ, რის შედეგიც ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია იქნებოდა”, - წერია კომუნიკეში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს