დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის მიერ რუსული სადესანტო ხომალდის „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დრონებით დიდი სადესანტო ხომალდის „ოლენოგორსკი გორნიაკის“ დაზიანება სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის.

„რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდი შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებისთვის იყო გაგზავნილი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებული ყირიმის შორის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვას ახორციელებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უეკიპაჟო კატერის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს