შალვა პაპუაშვილი - თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო - ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფინანსური დახმარების საჭიროება არ არის. აღნიშნულით პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, „ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო“. მისივე განცხადებით, მოქალაქეებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა სურთ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი ადამიანური რესურსით სრულად არის უზრუნველყოფილი.

მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან, რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი.

ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ - ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო. ყველა, ვისი ახლობელიც დაკარგულია და ელოდება პასუხებს ან ისინი, ვინც გამოყვანილია ტერიტორიიდან, არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ვთხოვ ყველას, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება