რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ თვეში ანკარას ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მაინც იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ თვეში ანკარას ეწვევა, რადგან თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას აგრძელებს.

მისივე თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან. იმედი მაქვს, ვიზიტი აგვისტოში შედგება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეთანხმება რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთი, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მზად არის შემცირებული ფასებით მიაწოდოს მარცვლეული ღარიბ ქვეყნებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება