საუდის არაბეთში უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე ორდღიანი კონსულტაციები იწყება

დღეს საუდის არაბეთში უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების საკითხზე ორდღიანი კონსულტაციები იწყება.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქში - ჯიდაში, გაიმართება, მოწვეულია უკრაინის, მისი დასავლელი პარტნიორების და ასევე 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდონეზია და სხვ. რუსეთი კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„კონსულტაციების მიზანია სხვადასხვა სამშვიდობო გეგმების კონსოლიდირება, მათ შორის ჩინეთის, აფრიკის, ბრაზილიის და უკრაინის მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინა რთული, მაგრამ კონსტრუქციული კონსულტაციების მოლოდინშია.

„კიევი იმედოვნებს, რომ შეხვედრის მონაწილეები ომის დარეგულირების ძირითად პრინციპებზე შეთანხმდებიან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

რუსული მხარის განცხადებით კი, ოფიციალური მოსკოვი კონსულტაციებს ანტირუსული კოალიციის შექმნის მცდელობად აფასებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება