პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ისლამაბადის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს თაღლითობის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმრან ხანს ბრალად პაკისტანის სახელმწიფო საგანძურში შენახული 52 ძვირფასი ნივთის გაყიდვა და ძვირადღირებული საჩუქრების შესახებ ინფორმაციის დამალვა ედებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან დუბაიში 630 ათას დოლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი ძვირფასი ნივთები გაყიდა. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფდა და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2023 წლის მაისში ყოფილი პრემიერის დაკავებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა.