ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების მიზნით, სამხედრო წვრთნები დაიწყო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების მიზნით, სამხედრო წვრთნები დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, წვრთნების მიზანი სამხედრო ქვედანაყოფების ურთიერთმოქმედების გაუმჯობესება, ოპერაციების და დასმული ამოცანების ადგილებზე გადასროლის დამუშავება, და ასევე შეიარაღებული ძალების პრაქტიკული შემოწმებაა.

„წვრთნები პოლიგონებზე და სამოქალაქო რაიონებში ჩატარდება და მასში ლიეტუვას ჯარების სხვადასხვა ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლონეთი და ლიეტუვა რეაგირების მექანიზმები შეათანხმეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შეიძლება გაჩნდეს და საზღვართან პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა