აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.
ალიევმა მწუხარება გამოთქვა შოვის საკურორტო ზონაში მომხდარისა და ადამიანების დაღუპვის გამო.
„ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი, საქართველოს მეგობრული ხალხისადმი ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ასევე სტიქიის შედეგების უმოკლეს ხანში აღმოფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.