დიმიტრი მედვედევი - თუ კიევის ნაძირლებს შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა უნდათ, მათ უნდა მიიღონ ის თავიანთი ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც მალე პოლონეთს გადაეცემა

თუ კიევის ნაძირლებს შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა უნდათ, მათ უნდა მიიღონ ის თავიანთი ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც მალე პოლონეთს გადაეცემა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.

„ნაძირლებს ესმით მხოლოდ სისასტიკე და ძალა. როგორც ჩანს, მათთვის საკმარისი არ არის დარტყმები ოდესაზე, ისმაელსა და სხვ.

თუ კიევის ნაძირლებს შავ ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფის მოწყობა უნდათ, მათ უნდა მიიღონ ის თავიანთი ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც მალე პოლონეთს გადაეცემა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყროლდება“, - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უეკიპაჟო კატერის გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს