შალვა პაპუაშვილი „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ფოტოზე - ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ბევრი ვისაუბრეთ ამ მამაკაცმა და მე - ინტერესი რომ გქონოდათ, ფოტოს რაკურსის ძებნის ნაცვლად, მოხვიდოდით და მოგვისმენდით

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოცემა „მთის ამბების” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მამაკაცთან, რომელმაც შოვში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შვილი დაკარგა, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან სასაუბროდ არავინ მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაპუაშვილი „მთის ამბებს” მიმართავს და აღნიშნავს, რომ ბევრი ისაუბრა ამ პიროვნებასთან, თუმცა, „გამოცემამ ამჯობინა ფოტის რაკურსი ისე მოეძებნა, რომ სოციალურ ქსელში მეტი გამოხმაურება მიეღო“.

პარლამენტის თავმჯდომარე ამ ფაქტს სირცხვილს უწოდებს.

„იმედია ამ სტატუსს წაშლით. ზუსტად ამ ფოტოს გადაღებამდე ბევრი ვისაუბრეთ ამ მამაკაცმა და მე. არ დავწერ რაზე. არც იმას, მაგ ფოტოზე რაზე ვმსჯელობთ. იმიტომ, რომ ინტერესი რომ გქონოდათ, ფოტოს რაკურსის ძებნის ნაცვლად, მოხვიდოდით და მოგვისმენდით. მაგრამ თქვენ, როგორც ჩანს, 3 ათასი რეაქცია და 108 გაზიარება ამჯობინეთ. სირცხვილია“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

(NS)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო