უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც “რუსეთს დანაკარგებს აჩვევს.” ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. მშვიდობა ამ ომში გაიმარჯვებს. სიმართლე ამ ომში გაიმარჯვებს. მთავარია, რომ ჩვენ ყველა, უკრაინაში და დანარჩენ მსოფლიოში, ვინც ნორმალურ ცხოვრებას აფასებს, ასი პროცენტით ვმუშაობდეთ ყველანაირი გაჩერების გარეშე გამარჯვებისთვის. ჩვენი ერთიანობა, ჩვენი უნარი, ძალა გავზარდოთ, ასევე უნარი დავაბრუნოთ ომი იქ, საიდანაც ის მოვიდა. სწორედ ეს არის ყველაზე საგრძნობი რუსეთისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის უშიშროების სამსახურს, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და “ყველა მებრძოლს, რომელიც სამართლიანობას აღადგენს და რუსეთს დანაკარგებს აჩვევს.”