ხარკოვში სისხლის გადასხმის ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

ხარკოვის ოლქში სისხლის გადასხმის ცენტრის დაბომბვის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას­ უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმა 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:20 საათზე მოხდა.

„რუსები კუპიანსკის რაიონის სოფელ კრუგლიაკოვკაში არასაცხოვრებელ კორპუსს მართვადი საჰაერო ბომბით დაესხნენ თავს, რის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი. გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა რეგიონის ბოგოდუხოვსკის, ხარკოვის, ჩუგუევსკის, იზიუმსკის და კუპიანსკის რაიონების დასახლებები დაბომბეს.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

”მხოლოდ ეს ომის დანაშაულიც ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე. ტერორისტების დამარცხება ყველასთვის ღირსების საკითხია, ვინც სიცოცხლეს აფასებს”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს