ანტონიო გუტერეში - ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს "ცივი ომის" დროს დაემუქრა, ხელახლა გაჩნდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ისწავლონ ბირთვული კატაკლიზმიდან, რომელიც იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას 1945 წლის 6 აგვისტოს დაატყდა თავს.

„ბირთვული ომის დაფდაფების ხმა კიდევ ერთხელ ისმის; უნდობლობა და განხეთქილება იზრდება. ბირთვული ჩრდილი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის დროს დაემუქრა, ხელახლა გაჩნდა და ზოგიერთი ქვეყანა კიდევ ერთხელ უგუნურად აჟღარუნებს ატომურ იარაღს და ამ გამანადგურებელი ინსტრუმენტის გამოყენებით იმუქრება", - აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი, უნდა აიღონ ვალდებულება, რომ არასოდეს გამოიყენონ ის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს