ბრიტანეთის დაზვერვა -  უკრაინაში დისლოცირებული რუსი მედესანტეების მინიმუმ ნახევარი დაიღუპა ან დაშავდა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში საჰაერო-სადესანტო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალ პოლკოვნიკმა მიხაილ ტეპლინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში 8 500 მედესანტე დაიჭრა და შემდეგ ფრონტის ხაზზე დაბრუნდა, ან საერთოდ უარი თქვა ფრონტის ხაზის დატოვებაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ვიდეო სწრაფად წაიშალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებიდან.

"მას კომენტარი არ გაუკეთებია იმაზე, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან ძალიან მძიმედ დაიჭრა იმისთვის, რომ მოვალეობის შესრულება გაეგრძელებინა, თუმცა ტეპლინსკის მონაცემების ექსტრაპოლაცია ადასტურებს შეფასებას, რომ 2022 წელს უკრაინაში განლაგებული 30 000 მედესანტედან მინიმუმ 50 პროცენტი დაიღუპა ან დაიჭრა", - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს