რუსეთის თავდაცვის უწყება - კიევმა მოსკოვზე დრონით თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ოლქის პოდოლსკის რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

„დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ამასთან, მომხდარის გამო, "ვნუკოვოს" აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება