ჯოზეფ ბორელი - სლოვენია  და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით -  კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა

სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა.

„ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყერით. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად“, - წერს ბორელი.

მისი თქმით, ევროკავშირი რჩება ერთგული დაზარალებულთათვის დახმარების გაწევაში, საბერძნეთში ხანძრისგან დაზარალებული იქნებიან ეს თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა