შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული

ბოლო ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.

ახლობლების მიერ გავრცელებული ცნობებით, სტიქიის დროს დაღუპულთა შორის, რომელთა ცხედრების იდენტიფიცირება მოხდა, არიან: გიორგი ყარალაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, სამირა ისეავა, დავით ბერიაშვილი, ალინა პოლიკოვსკასია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!