უკრაინამ რუსეთის საზღვარზე თავისი მოქალაქეებისთვის სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნა

უკრაინამ რუსეთის ფედერაციის საზღვარზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაკეტილი კოლოტილოვკა-პოკროვკას სასაზღვრო-გამტარი პუნქტი გახსნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ მარშრუტით უკრაინელები სუმის ოლქის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას შეძლებენ.

„ბელგოროდისა და სუმის ოლქების სასაზღვრო-გამტარმა პუნქტმა კვლავ განაახლა მუშაობა“, - აცხადებენ უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროში.

უწყების განმარტებით, ჰუმანიტარული დერეფანი კოლოტილოვკა- პოკროვკა იმუშავებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაბრუნებული უკრაინის მოქალაქეების უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შესასვლელად.საზღვარზე უკრაინის ხელისუფლებამ მოაწყო მოხალისეთა ჰუმანიტარული ცენტრი, სადაც ყველა უკრაინელს შეუძლია მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური, იურიდიული და ჰუმანიტარული დახმარება. მათ ასევე შეუძლიათ ღამის გათევა სუმში ან უკრაინის სხვა ქალაქებში გამგზავრებამდე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს