უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 250 250-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 244 ტანკს, 8 270 ჯავშანტექნიკას, 4 977 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 311 ვერტმფრენს, 7 451 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 4 154 უპილოტო საფრენ აპარატს, 735 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 377 ფრთოსან რაკეტას.