რუსების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ წუხელ ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მძიმე ღამე ხერსონისთვის. რუსეთის არმიამ განაგრძო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხერსონის მცხოვრებთა სახლების დაბომბვა", - განაცხადა ალექსანდრე პროკუდინმა.

მისი თქმით, გარდაცვლილია 59 წლის ქალი, რომლის საცხოვრებელ კორპუსს საარტილერიო ჭურვი მოხვდა.

ამასთან, დაშავებულებს შორის ორი მეხანძრეა, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაშავდნენ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს