ლევან ხაბეიშვილი - უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს

უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ის პარტიის ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თითოეული ქართველის ვალია, რომ დაღუპული მებრძოლების თავდადება დაფასდეს.

"2008 წლის აგვისტომ ომის დროს გმირებმა შეძლეს და ტერორისტ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს. უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა მაშინ ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს. თითოეული ქართველის ვალია, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობა დაფასდეს. 15 წლის თავზე არ უნდა გვქონდეს ისეთი რეალობა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ვიღვიძებდეთ. დიდება გმირებს! მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება