გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა "ტვიტერში" წერს.

მისი თქმით, ლიეტუვა რუსეთს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.

"დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იმავე აგრესორისგან იცავს. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს