ხორვატიის საგარეო უწყება - რუსეთის საქართველოში შეჭრის 15 წლისთავზე  ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ  მხარდაჭერას

რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 15 წლისთავზე ხორვატია ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხორვატია საქართველოში უსაფრთხოებას აქტიურად უწყობს ხელს.

„ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის გზით და კონსტრუქციულ ჩართულობასა და მშვიდობიან გადაწყვეტას ითხოვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს