გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აგვისტოს ომის 15 წლისთავს.
მისი თქმით, საქართველოს რეგიონების ცალმხრივი აღიარება მიუღებელია.
„რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე: ვიხსენებთ დაღუპულებს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები", - აცხადებს გერმანელი დიპლომატი.