ჩინეთის საგარეო უწყება - საუდის არაბეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა უკრაინის შესახებ კონსენსუსის გამყარებას შეუწყო ხელი

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შაბათ-კვირას გამართულმა საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ხელი შეუწყო უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის გამყარებას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ცნობით, სამიტის ფარგლებში, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ლი ჰუის ყველა მხარესთან ფართო კონტაქტი და კომუნიკაცია ჰქონდა და მათი მოსაზრებები და წინადადებები მოისმინა.

„ლი ჰუის ფართო კონტაქტი და კომუნიკაცია ჰქონდა ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების თაობაზე, მოისმინა ყველა მხარის მოსაზრებები და წინადადებები და კონსოლიდირებული საერთაშორისო კონსენსუსი. ყველა მხარემ დადებითად შეაფასა ლი ჰუის დასწრება და სრულად დაუჭირა მხარი ჩინეთის პოზიტიურ როლს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში", - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყება ირწმუნება, რომ ჩინეთი გააგრძელებს დიალოგის მისი 12-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების საფუძველზე დიალოგის გაძლიერებას და "ორმხრივი ნდობის აკუმულირებას".

შეგახსენებთ, 5-6 აგვისტოს საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გაიმართა. სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს მშვიდობიანი გადაწყვეტის ძირითად საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა