ანდრიუს კუბილიუსი - ქართველები და უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას მომავლისთვის - საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ

ქართველები და უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას მათი მომავლისთვის, რომ გახდნენ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებენ და ექნებათ მომავალი, რომელსაც იმსახურებენ.

„15 წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთმა მომავლის დაკარგვა იმპერიული წარსულის ომებში. ქართველები და უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას მათი მომავლისთვის, რომ გახდნენ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი. ბოლოს, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ. იმპერიული წარსულის რუსეთი კი - წააგებს. ეს საჭიროა ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობისთვის", - წერს ევროპარლამენტარი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა