ფინეთის საგარეო მინისტრი - ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ -  რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ , - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025