ირაკლი ქარსელაძე - შოვში 100 ერთეულზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული, აქედან 86 ერთეული მხოლოდ მძიმე ტექნიკაა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილას 100 ერთეულზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც ამჟამად 8 პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობს.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიწის შემადგენლობიდან გამომდინარე, სამუშაო პირობები ძალიან რთულია, დამუშავებას რთულად ექვემდებარება, ამიტომ ტერიტორია პრიორიტეტულ ნაწილებადაა დაყოფილი.

მისივე თქმით, მძიმე ტექნიკა როგორც სტიქიის ზონის გასაწმენდად, ისე მდინარის კალაპოტის გაგანიერებისა და გაწმენდის მიზნითაც მუშაობს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა მოაბილიზა, რომელიც მე-5 დღეა სტიქიის ზონაში მუშაობს. 100 ერთეულზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული, აქედან 86 ერთეული მხოლოდ მძიმე ტექნიკაა. ასეთია ექსკავატორები, თვითმსვლელები, ბულდოზერები, ამწეები - ის, რაც ასეთ დროს სამუშაოს შესასრულებლად ყველაზე ეფექტურია. ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ძალიან მძიმე სამუშაო პირობები, რომელიც თვითონ მასის შემადგენლობიდან გამომდინარეობს. მიწა დამუშავებას ძალიან რთულად ექვემდებარება. გამომდინარე დიდი არეალისგან, ადგილი პრიორიტეტებად არის დაყოფილი, მაგალითად, ზედა ხიდის აღდგენა უკიდურესად კრიტიკული იყო, რადგან ამის შემდეგ ეპიცენტრში ტექნიკის გადაადგილება შესაძლებელი გახდებოდა.

გარდა ამისა, საჭირო იყო ალტერნატიული გზის გაჭრა, რითაც სტიქიის პერიმეტრს ქვედა მხრიდან მივუდგებოდით, რაც ასევე შესრულდა.

მძიმე ტექნიკა მუშაობს როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტის გაგანიერებისა და გაწმენდის მიზნითაც. სტიქიის პირველ დღეებში ჩვენი მთავარი ამოცანა რაც შეიძლება მეტი მისასვლელის მოწყობა იყო, რათა ე.წ. კოტეჯების მიმართულება გაგვესუფთავებინა.

ამჟამად რვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობენ, რომელიც როგორც სტიქიის ზონას, ისე მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო