მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები, - ამის შესახებ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი "ტვიტერზე" წერს.
"15 წელი! 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განხორციელდა. მას შემდეგ საქართველო ცხოვრობს იმ საფრთხის ქვეშ, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნა იწვევს", - წერს ევროკომისარი.