გია ვოლსკი აგვისტოს ომზე - ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ბოლო წუთამდე სააკაშვილის ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდა

როდესაც საქართველოს არმია მოადგება და ზუსტად იცი, რომ ომის წინაპირობებია შექმნილი, მაშინ შეგიძლია პრევენცია გააკეთო, ადამიანები გადაარჩინო და საომარი ზონიდან გამოიყვანო - ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ ბოლო წუთამდე სააკაშვილის ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ რუსეთის ფედერაცია დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდა, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით გააკეთა.

ვოლსკის თქმით, "ბოლო წუთამდე იმის მცდელობა იყო, რომ როგორმე გაეროს უშიშროების საბჭო მაინც შეკრებილიყო და მაშინდელმა ხელისუფლებამ ამაზეც უარი თქვა“.

„დღეს ეს ხალხი შეკრებილა და ხელისუფლების მიმართ ისეთ საოცარ ბრალდებებს აყენებს, რომ აუცილებელია მათ ყველაფერი გაახსენო. იმ პერიოდში იყო მსჯელობა, ქვეყნისთვის რამდენად საჭირო იყო, რომ ამ თემაზე დისკუსია გაგრძელებულიყო, მაგრამ დაზიანება იყო შესაძლებელი და ამის გათვალისწინებით ვარჩიეთ, რომ პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგვეგრძელებინა.

სტრასბურგის სასამართლოსთვის მტკიცებულებები გადამალეს, ხალხი არ გამოიყვანეს და რეალურად ისეთი მდგომარეობა შექმნეს, როცა ომი გარდაუვალი იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოზიცია აბსოლუტურად სხვა იყო. ხელი მოაწერეს იმას, რომ საქართველოს ბრალია ომის დაწყება და აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული.

ამდენი ხალხის დაღუპვის პრევენცია შეიძლებოდა, თუმცა მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და აქ რუსთაველზე პერფორმანსი გამართეს.

ეს სახეა იმ პოლიტიკური გუნდის, რომელიც დღეს რაღაც გაუგონარ და უსაფუძვლო შენიშვნებს, განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა