მარია ზახაროვა - რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისზე არცერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებს სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან სურს, რომ უკრაინამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტოს.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირება კიევის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

"ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულის“ არც ერთი პუნქტი, რადგან ის რუსეთისთვის უაზრო ულტიმატუმს წარმოადგენს და საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებაზე არის მიმართული", - განაცხადა ზახაროვამ.

ასევე კრემლს არ ესმის, თუ რატომ არ დაპატიჟეს გამართულ სამიტზე.

"რუსეთის მონაწილეობის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებული არც ერთი შეხვედრა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება