ენტონი ბლინკენი - ქართველი და უკრაინელი ხალხი რუსეთის საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობის და მეზობლებზე დომინირების სურვილის მსხვერპლი გახდა - აშშ ურყევია ქართველი ხალხის მხარდაჭერაში და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაუძლეველ მისწრაფებაში

შეიარაღებული შეჭრისა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირების შემდეგ უკვე 15 წელია გასული, აშშ კვლავინდებურად საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტისგან დაზარებული მოსახლეობის ცხოვრება. უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ დაღუპულებს, თანაგრძნობას ვუცხადებთ დაჭრილებს და იძულებით გადაადგილებულებს“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ კრემლის მიერ განხორციელებული დეზინფორმაციის კამპანიები, ბორდერიზაცია და ხალხის მასობრივი გადაადგილება უამრავ სირთულეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს.

„როგორც ქართველი, ისე უკრაინული ხალხი რუსეთის საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობის და ასევე მეზობლებზე დომინირების სურვილის მსხვერპლი გახდა“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

აშშ მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ რუსეთმა 2008 წელს ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შეასრულოს და თავისი ჯარი კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს.

„რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავის სახლში დაბრუნება შეძლოს. აშშ ურყევი რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერაში და მის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაუძლეველ მისწრაფებაში“, - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა