ვლადიმერ პუტინმა შესაბამის უწყებებს უპილოტო საფრენი აპარატების  წარმოების გაზრდა უბრძანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაბამის უწყებებს უპილოტო საფრენი აპარატების - „კუბის“ და „ლანცეტის“, წარმოების გაზრდა უბრძანა.

აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

"მწარმოებლები დამპირდნენ, რომ წარმოების ოდენობას გაზრდიან. ისინი სიტყვას ასრულებენ, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდება“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, მათ მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

"ძლიერი დარტყმა აქვს. ნებისმიერი ტექნიკა, მათ შორის უცხოური, არა უბრალოდ იწვის, არამედ დარტყმა საბრძოლო კომპლექტის აფეთქებასაც იწვევს ", - თქვა პუტინმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება