ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და საქართველოს სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპანტების დასჯა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპატების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს.

ზელენსკი 2008 წლის აგვისტოს ომს „ტვიტერზე“ ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველ ხალხის მიმართ და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპანტების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026