რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტერორისტულ რიტორიკად“ აფასებს იაპონიის პარლამენტის დოკუმენტს „პოსტ-რუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმისთვის“ მიღებას

იაპონიის პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად ქვეყანა „პოსტ-რუსეთის თავისუფალი ხალხების ფორუმისთვის“ ოფიციალური მოედანი გახდება.

მედიის ცნობით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და რუსეთის სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებად აფასებს.

„მსგავსი ღონისძიება იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას გარეშე არ ჩაივლიდა, რაც ტერორისტული რიტორიკის და რუსოფობიის ღია მხარდაჭერას წარმოადგენს. მსგავსი პროვოკაციები საპასუხო ზომებს გამოიწვევს, რომელიც იაპონიის ინტერესებისთვის მგრძნობიარე იქნება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025