პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ბელარუსთან საზღვარზე დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას სთხოვს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაცეი ვონსიკის განცხადებით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარება ძალიან მძიმე რჩება, რადგან მიგრანტების მიერ მის არალეგალურ გადაკვეთას ბელარუსის სასაზღვრო სამსახურები უწყობენ ხელს.
"ბელარუსთან არსებულ საზღვარზე სამიგრაციო წნეხი კვლავ იზრდება. მინდა ხაზი გავუსვა, თვალნათელია, რომ მიგრანტების გადმობირება კონტრაბანდისტების, ბელარუსის და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ 40-ზე მეტ ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ვონსინკმა.