ბელარუსმა ლიეტუვასა და პოლონეთის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნები ლიეტუვას და პოლონეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეში ჩატარდება.
„წვრთნები „გოჟკის“ პოლიგონზე და გროდნოს ოლქის მიდამოებში ჩატარდება, ანუ სუვალკის დერეფანში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელარუსული მედიის ცნობით, წვრთნები ამ პოლიგონზე რეგულარულად ტარდება და სუვალკის დერეფნისთვის პოტენციურ საფრთხესთან არანაირი კავშირი არ აქვს.