პოკროვსკში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულია 31 ადამიანი, მათგან 19 პოლიციელია, 5 - საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველი და 1 ბავშვი.

ამასთან, პოკროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი დობრიაკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 57 ადამიანი დაშავდა.

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გუშინ დაბომბეს. თავდსხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც ცდილობს მხოლოდ დამსხვრეული და დამწვარი ქვები დატოვოს პასუხს აგებს ყველაფერზე.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა