აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დღეს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იმ 6.2 მილიარდი აშშ დოლარის განაწილებას იწყებს, რომელიც მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულება ბუღალტრული შეცდომის გამო გადაჭარბებულად შეაფასეს და 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელსაც დღეს გამოაცხადებენ, ამ თანხიდან პირველი ტრანში იქნება.
დახმარების პაკეტი მოიცავს ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას, TOW და AT4 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ქვემეხებსა და საბრძოლო მასალას, საბრძოლო მასალას Patriot-ის სარაკეტო სისტემებისთვის, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის რაკეტებსა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.