უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან საუბრისას განაცხადა.
"თავდაცვასთან დაკავშირებით - ის მტკიცეა. ჩვენი ჯარისკაცები ამისთვის ყველა ღონეს ხმარობენ. რიგ მიმართულებებზე მტერი ახორციელებს აქტიურ თავდასხმის ოპერაციებს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
მიმდინარე კონტრშეტევის შესახებ კომენტირებისას აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება. "უკრაინის ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებენ წინსვლისთვის პირობების შექმნას. ინიციატივა ჩვენს მხარესაა", - აღნიშნა მან.
მარკ მილისთან საუიბრსას ვალერი ზალუჟნიმ იარაღსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით უკრაინის არმიის ამჟამინდელი საჭიროებები განიხილა და პარტნიორებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.