აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე

აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელთან და პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობას, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება