ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, უკრაინის საკითხზე საუდის არაბეთში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება გააძლიერა.

Financial Times-ის ცნობით, შეხვედრაზე ჩინეთის წარმომადგენლები „კონსტრუქციულები“ იყვნენ და „იმის დადასტურებას ცდილობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთი არ არის“.

გამოცემას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროპელი დიპლომატის სიტყვები მოჰყავს, რომლის განცხადებით, „ის, რომ ჩინეთი ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა ადასტურებს, რომ რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება“.

ასევე, ჩინეთის დელეგაციამ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზაობა გამოთქვა, რომელზეც, დიდი ალბათობით, რუსეთი მიწვეული ისევ არ იქნება.

შეგახსენებთ, 5-6 აგვისტოს, საუდის არაბეთში ორდღიანი სამიტი გაიმართა, რომელზეც 42 ქვეყნის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის მშვიდობიანად დასრულების გზები განიხილეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო