დიმიტრი მედვედევი - 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც 2008 წელს, მშვიდობას ახლაც თავისი პირობებით მიაღწევს.

ამის შესახებ მედვედევმა „ტელეგრამის“ პირად არხზე დაწერა.

„ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი მტრისგან, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის პირისაგან მიწისა მოსპობას. ნატო-ს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!“, - აცხადებს მედვედევი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა