რუსულმა არმიამ ხერსონს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსულმა არმიამ ხერსონს დაარტყა, არის მსხვერპლი

რუსულმა არმიამ ხერსონს დაარტყა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოლქი 68 - ჯერ დაიბომბა, რუსულმა არმიამ ტერიტორიაზე 342 ჭურვი ჩამოაგდო.

„მხოლოდ ხერსონში 18 ჭურვია ჩამოგდებული. დარტყმა საცხოვრებელ კვარტლებზე განხორციელდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 - დაიჭრა", - განაცხადა პროკუდინმა.