რუსებმა ნიკოპოლი მძიმე არტილერიითა და „გრადებით“ დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიითა და „გრადებით“ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნიკოპოლში დაზიანდა 2 ლიცეუმი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე 12 კერძო სახლი, ავტომობილი, გაზსადენი და 4 ელექტროგადამცემი ხაზი", - აცხადებს ლისაკი.

მისი თქმით, რუსების მიერ ნასროლი ჭურვები ენერგეტიკულ ობიექტსაც მოხვდა.

გარდა ამისა, დილით რუსულმა არმიამ ნიკოპოლი ისევ დაბომბა. დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება