შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის - ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა, მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება

ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ მიიჩნევს ზოგიერთი ქვეყანა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თარიღები ამ შემთხვევაში სიმბოლურია და საქართველომ ყველაზე კარგად იცის, რომ 2008 წლამდეც რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა.

„თარიღები ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში, რომელიც 1801 წელს დაიწყო, მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და ვინ, რა გააკეთა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში პირველი, რუსეთი იყო სწორედ აგრესორი. მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე, 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა. მაშინ ომი არ იყო? 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი? ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო