ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, აინარ ცვიჟბას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ გალის რაიონის „პროკურორმა“ ალხას ოთირბამ განაცხადა.

„ახალგაზრდა ქალის ცხედრის ძებნა გრძელდება. ჩართული არიან ნავები, სამართალდამცავები, ადგილობრივი მცხოვრებლები, კინოლოგები“, - წერს GalMedia.

ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 2 აგვისტოს ცნობილი გახდა ეჭვმიტანილი აინარ ცვიჟბას დაკავების შესახებ. მან მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მან ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს ავტომობილში მოკლა, ხოლო ცხედარი მდინარე ენგურში გადააგდო.

განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა